#მოამბე 21 საათზე, 20 ოქტომბერი, 2023 #LIVE

21:00, 20.10.2023
  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა ინტერპელაციის ფორმატში – უწყების ხელმძღვანელის გზავნილები, დეპუტატთა შეკითხვები და მწვავე დებატები პარლამენტში; ილია დარჩიაშვილი ევროინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მიღწევებზე საუბრობს, ოპონენტებს ლოგიკას უწუნებს და აცხადებს, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა საგარეო კურსის ცვლილებას არ ნიშნავს
  • გამოძიება ოთარ ფარცხალაძის საქმეზე – ხელისუფლება პარტნიორებისგან ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების მიწოდებას ითხოვს, ოპოზიციის ნაწილისთვის კი სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა ვერდიქტს წარმოადგენს და მტკიცებულებების მოთხოვნას ანტიამერიკული განწყობების გაღვივებად აფასებს
  • ომი ისრაელში, კონფლიქტის გაფართოების საფრთხე და დასავლეთის მხარდაჭერა თელ-ავივს – ისრაელიდან აშშ-ში დაბრუნებული ბაიდენი მოსახლეობას და კონგრესს მიმართავს, ისრაელისთვის და უკრაინისთვის ათობით მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირონ
  • ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ფაქტები, დაჯარიმებული, თუ დალუქული აფთიაქები და საქმიანობის უფლებაშეწყვეტილი ფარმაცევტები – ჯანდაცვის სამინისტრო ბაზრის შემოწმებას აგრძელებს; სპეციალისტები ნარკოპოლიტიკის კომპლექსური ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ

მოამბე

მსგავსი