#მოამბე 21 საათზე, 20 ოქტომბერი, 2021 #LIVE

21:00, 20.10.2021
  • გოგელიას კლინიკაში სავარაუდო თაღლითობის ფაქტი დაფიქსირდა – შსს-მ გამოძიება 180-ე მუხლით დაიწყო; უწყება შეისწავლის, რა ვაქცინით ცრიდა პაციენტებს სეზონურ გრიპზე იმუნოლოგი გიორგი ჩენდლერი, რომელმაც მოთხოვნის შემდეგ ვაქცინის წარმომავლობის საბუთი ვერ წარმოადგინა და კლინიკა უკანა გასასვლელით დატოვა
  • საქართველოში ეპიდ-ვითარება დღითი დღე მძიმდება – ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო მარათონი მიმდინარეობს; სპეციალისტები არასაიმედო პროგნოზს აკეთებენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს ხისტი გადაწყვეტილებები
  • მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთისთვის ბრალი წარედგინა – საგამოძიებო უწყებამ საზღვრის უკანონო კვეთის სქემა სრულად გაშიფრა; საქართველოში რვა წლის შემდეგ, ბორანით დაბრუნებული ექსპრეზიდენტის მარშრუტი და საქმის დეტალები
  • ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების მიუხედევად, რუსეთი „თალიბანის“ წარმომადგენლებს მასპინძლობს – მოსკოვის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებებში დასავლეთი არ მონაწილეობს; სამომავლოდ, რუსეთი ავღანეთის ახალი მთავრობის დე იურედ აღიარების საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს

მოამბე

მსგავსი