#მოამბე 21 საათზე, 20 ოქტომბერი, 2020 #LIVE
• საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 194 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 15 ფაქტი დაფიქსირდა; ქვეყნის დედაქალაქი ვირუსული ინფექციის გავრცელების ეპიცენტრშია; სტატისტიკა თითქმის ყველა რეგიონში იზრდება; მთავრობა ეპიდემიას წერტილოვანი დარტყმებით ებრძვის
• იტალია, ესპანეთი, აშშ, რუსეთი, ირანი, უკრაინა – ეპიდემიის მეორე ტალღის გეოგრაფია ფართოვდება და სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს; იტალიისა და ესპანეთის რეგიონები კომენდანტის საათისთვის ემზადებიან, ირანი კი ეპიდემიის მესამე ტალღაზე საუბრობს; უკრაინაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი შესაძლოა, ხუთნიშნა რიცხვებში გამოისახოს; მსოფლიოს შემაშფოთებელი სტატისტიკა და პროგნოზები
• საქართველოსა და ექვს ქვეყანაში განხორციელებული კიბერთავდასხმებისა და მავნე პროგრამების გავრცელების გამო, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვს თანამშრომელს ბრალი წაუყენა – კიბერთავდასხმების ანატომია, ჰაკერთა მიზანი და სამიზნეები
• კოვიდინფიცირებულებისა და საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 127 საარჩევნო სპეც-უბანი შეიქმნება; განისაზღვრა პროცესში მონაწილე პირთა წრე; მკაცრდება ჰიგიენური ნორმების დაცვა; საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე სპეციალური ეკიპირებით აღიჭურვება; ოპოზიციის ნაწილი ცესკო-ს მიერ გაწერილ ნორმებს აპროტესტებს