#მოამბე 21 საათზე, 20 მარტი, 2024 #LIVE
- შინაგან საქმეთა მინისტრის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში – მინისტრის საათის ფორმატში წარმოდგენილი წლიური ანგარიში, ვახტანგ გომელაურის გზავნილები, უწყების სამოქმედო გეგმა და კანონმდებელთა შეკითხვები
- ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების უარის გამო ჩავარდა – ხელისუფლების ოპონენტები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, მმართველი გუნდი კი საბოტაჟზე საუბრობს და ქვეყნის ოპონირების რეჟიმში ყოფნას მიუღებლად მიიჩნევს
- კომპანია „სილქნეტიდან“ დიდი მოცულობის მონაცემებმა გაჟონა, რის შედეგადაც 2000-მდე პირის პერსონალური მონაცემები ინტერნეტში ღია წყაროებშია ხელმისაწვდომი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპანიის მომხმარებელთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვოდ გამჟღავნების შესაძლო ფაქტს იკვლევს; მხარეთა პოზიციები და სპეციალისტთა შეფასებები
- რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა, რომელიც საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს – ქვეყნის პრემიერმა საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსი UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიასთან ერთად გახსნა; 1500 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი და ინფრასტრუქტურა, რომელიც რვა ოლიმპიურ სახეობას მოემსახურება