#მოამბე 21 საათზე, 20 მარტი, 2023 #LIVE
- განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა გიორგი ამილახვარმა დაიკავა – მიხეილ ჩხენკელი, რომლის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად პირადი სურვილი სახელდება, კვლავ აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება; საკადრო ცვლილება მთავრობაში და პოლიტიკური შეფასებები
- პარლამენტს უმრავლესობის ოთხი დეპუტატი ტოვებს – კანონმდებელთა გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნების“ რღვევად მიიჩნევს, ნაწილი დეპუტატთა დასჯაზე საუბრობს, ხოლო მმართველი პარტია პოლიტიკურ პროცესზე მიუთითებს
- დონალდ ტრამპი შესაძლოა, აშშ-ის ისტორიაში პირველი ექსპრეზიდენტი გახდეს, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – წარდგენილ მტკიცებულებებს ნაფიცი მსაჯულები შეისწავლიან; ტრამპი შესაძლო დაკავებაზე საუბრობს და მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდებს; განცხადებები კეთდება პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებითაც
- დღეიდან, თბილისის მერიამ თეთრ ტაქსებზე ლიცენზიების გაცემა შეწყვიტა – მძღოლები, რომლებიც პირველი აპრილიდან უვადო ლიცენზიის მესაკუთრეები ხდებიან, უფლების გაყიდვას, ან იჯარით გაცემას შეძლებენ; ტაქსის რეფორმის ბენეფიტები, მიმართვის გაზრდილი მაჩვენებელი და შეფასებები