#მოამბე 21 საათზე, 20 მაისი, 2024 #LIVE
- ირანის პრეზიდენტის ცხედარს თავრიზიდან მშობლიურ ქალაქ მეშჰედში გადაასვენებენ – ბორტზე მყოფი პირები, ხუთდღიანი გლოვა ირანში და ვერტმფრენის ჩამოვარდნის ვერსიები; მიმდინარე გამოძიება და საერთაშორისო საზოგადოების სამძიმარი ირანელ ხალხს
- მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება – ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება, მმართველი გუნდი კი მოტივირებული შენიშვნების გარეშე დადებულ ვეტოს ფორმალურს უწოდებს და პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევასა და დისკუსიისთვის სივრცის ჩაკეტვაში ადანაშაულებს; ვეტოს უფლების გამოყენება ვენეციის კომისიის დასკვნამდე რამდენიმე დღით ადრე, მიზეზები და მხარეთა პოზიციები
- დასავლეთი რეზონანსული კანონის კრიტიკას განაგრძობს და პროექტს ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამოს უწოდებს – „ქართული ოცნება“ კონკრეტული შენიშვნების წარმოდგენას ითხოვს და ოპოზიციური აქტორებისა და მათი გარე მოკავშირეების მიზნებზე საუბრობს; უცხოური ფინანსების გავლენის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა ევროკავშირში, მწვავე გზავნილები საქართველოს მიმართ და პოლიტიკური შეფასებები
- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 3000 გულშემატკივარი გერმანიის ქალაქებში შეღავათიან ფასებში ჩავა, სადაც ეროვნული ნაკრების მატჩები გაიმართება – მთავრობის გადაწყვეტილება ფრენების სუბსიდირების შესახებ, ბილეთის ფასი და ავიარეისების განრიგი; ეროვნული ნაკრების გაზრდილი პრემია და ჯილდოები