#მოამბე 21 საათზე, 20 ივნისი, 2023 #LIVE
- ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნა დედაენის ბაღში – საფეხბურთო საღამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, გასართობი სივრცეები და პირველი არხის წამახალისებელი სპორტული გათამაშება
- ევროკომისიის წინასწარი შეფასება, რომელმაც კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა უნდა გამოკვეთოს, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი – წინასწარი პროგნოზი, საქართველოს პერსპექტივა და პოლიტიკური სპექტრის შეფასებები
- წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტიტანიკის ნამსხვრევების შესასწავლად ტურისტები გადაჰყავდა, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარდა – დაკარგულ ხომალდს აშშდა კანადა თვითმფრინავებითა და გემებით ეძებენ; გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი და მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია
- პრემიერა სოხუმის თეატრში – „თეატრის განვითარების ფონდისა“ და „სოხუმის დრამატული თეატრის“ ერთობლივი სპექტაკლი „მარტორქები“ და შემოქმედებითი ჯგუფის მზადება წარმოდგენისთვის