#მოამბე 21 საათზე, 20 ივლისი, 2023 #LIVE
- FARA-ს დოკუმენტები სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტების საქმიანობის შესახებ – ევროპარლამენტისთვის შესათავაზებლად მომზადებული რეზოლუციის პროექტები, ამერიკელი სენატორების დარწმუნების სტრატეგია საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, შეწყალების მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილთან ნიუ-იორკში შეხვედრის მცდელობა და ა.შ. მმართველი გუნდი ქვეყნის წინააღმდეგ აქტივობებში ასი ათასობით დოლარის გადახდას ღალატს უწოდებს
- პოლონეთის საგარეო უწყება 6-დღიანი დუმილის შემდეგ პოლონელი ექიმის სკანდალურ ქმედებას წერილობით ეხმიანება – ვარშავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ კადრებს ნეგატიურად აფასებს; პოლიტიკური სპეკულაციები სკანდალის ირგვლივ და ოფიციალური თბილისის პასუხი
- „მარცვლეულის შეთანხმების“ ჩაშლამ მსოფლიო ბაზრებზე ხორბალი გააძვირა – ვლადიმერ პუტინი დასავლეთს შეთანხმების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს, დასავლეთი კი კრემლის ნაბიჯებს მიუღებელს უწოდებს და საკვების მოსალოდნელი კრიზისის გადაჭრას ცდილობს
- საქართველო ქართული ცეკვის უბადლო ოსტატს ემშვიდობება, რომელიც 88 წლის ასაკში გარდაიცვალა – ომარ მხეიძის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავის ცხოვრება, რომელმაც ქართული ქორეოგრაფია მსოფლიოს გააცნო