#მოამბე 21 საათზე, 20 ივლისი, 2021 #LIVE
• უკიდურესად გართულებული ეპიდვითარება, საგანგაშო სტატისტიკა და საქართველო წითელ ზონაში – ინდურმა შტამმა კიდევ ერთი ჩვილი იმსხვერპლა; ეპიდემიოლოგები ზომების გამკაცრებას ითხოვენ
• შარლ მიშელის გზავნილები და ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებები – ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მმართველი გუნდის მიმართ გაცილებით კრიტიკულ გზავნილებს ელოდა, ევროპელ მედიატორს განცხადებების ტონს და შინაარსს უწუნებს
• ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ბანკებს საკრედიტო რეესტრის ბაზაში საკუთარ კლიენტებზე ინფორმაციის შეყვანა ყოველთვიურად მოუწევთ, რის გამოც კერძო სექტორი უკმაყოფილოა, ეკონომისტები კი რეესტრის შექმნას დამატებით ბიუროკრატიად აფასებენ
• „შინის“ ახალი პროექტის მასშტაბური პრემიერა პირველი არხის პროექტში „1tv სცენა“ – ორი ქვეყნის მუსიკალური კულტურის სინთეზი, ქართული პოლიფონია და ძველი ბაიერნული საცეკვაო მუსიკა, რამაც მუსიკოსები გააერთიანა