#მოამბე 21 საათზე, 20 დეკემბერი, 2022 #LIVE
- ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, შეურაცხყოფაა და სამკურნალოდ მის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს – კიევის გზავნილებს თბილისი მწვავე შეფასებას აძლევს
- დონალდ ტრამპი დემოკრატების მხრიდან მისთვის პრეზიდენტობის კანდიდატობაში ხელის შეშლაზე საუბრობს – წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება და კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალები
- „იუ ეს ეი თუ ჯორჯიას“ 2 700-მდე დაზარალებული მომხმარებელი კონკურენციის სააგენტოს კოლექტიური საჩივრით მიმართავს – გადამზიდავი კომპანიის ახალი ფორმულა ნივთების წონის დასაანგარიშებლად და მხარეთა პოზიციები
- სპექტაკლი „აინშტაინის უკანასკნელი სიყვარული“ – გერმანელი გენიოსისა და რუსი მზვერავის, მარგარიტა კონენკოვას ფარული სიყვარულის ისტორია და რეალური გმირების ერთად ყოფნის ბოლო ერთი საათი, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გაცოცხლდება