#მოამბე 21 საათზე, 20 აპრილი, 2023 #LIVE
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მორიგი სარჩელი საქმის არსებითი განხილვის გარეშე დასაშვებად ერთხმად ცნო – საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მასალები და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები
- ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად პარლამენტში ხმების მობილიზაციას ახდენს და მმართველ გუნდს ბოიკოტში ადანაშაულებს – უმრავლესობა საკითხის მხარდაჭერას კვლავ არ გეგმავს; მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ არ შეიძლება, საპარლამენტო კონტროლი სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას მოიცავდეს
- კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის პარალელურად საგამოძიებო კომისია შესაძლოა, მმართველმა გუნდმა შექმნას – ინიციატორ მხარეს ფაქტების შეფასება სურს, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში ჩადენილი დანაშაულების სისტემატიზაციას ასახავს
- ანალენა ბერბოკი ჩინეთში ვიზიტს შოკისმომგვრელს უწოდებს და აცხადებს, რომ ჩინეთი სულ უფრო ხდება სისტემური მეტოქე, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი და კონკურენტი – გერმანელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ჩინეთი ქვეყნის შიგნით რეპრესიული, ხოლო ქვეყნის გარეთ აგრესიული ხდება