#მოამბე 21 საათზე, 2 თებერვალი, 2024 #LIVE
- პარლამენტი პრემიერობის კანდიდატის, განახლებული მთავრობის და სამთავრობო პროგრამის დასამტკიცებლად ემზადება – საკანონმდებლო ორგანოში გაგზავნილი დოკუმენტის მთავარი აქცენტები, პროცედურები პარლამენტში და პოლიტიკური შეფასებები
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის მემანქანეთა გაფიცვა გერმანიაში, გაფიცულთა მოთხოვნები და გზავნილი მოქალაქეებს – პარალელურად, ფერმერთა უწყვეტი აქციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და სამუშაო პირობებით უკმაყოფილო ადამიანთა მზარდი პროტესტი
- პირველი მარტიდან მოქალაქეებს სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გაეგზავნებათ – პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, ვალდებულებები საჯარო, თუ კერძო სექტორს და კანონდარღვევისთვის განსაზღვრული მაღალი ოდენობის ჯარიმები
- ფოტოამბები აფხაზეთიდან – კადრებში ასახული ნაცნობი, თუ უცნობი სახეები და ფოტოდოკუმენტებით მოყოლილი ამბები მეცხრამეტე საუკუნის აფხაზეთზე