#მოამბე 21 საათზე, 2 ოქტომბერი, 2024 #LIVE
- „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“კანონს პრეზიდენტი ვეტოს არ ადებს, თუმცა არც ხელს აწერს – მმართველი გუნდი გადაწყვეტილების მოტივზე საუბრობს და ოპოზიციისა და პრეზიდენტის საერთო იდეოლოგიაზე მიუთითებს
- პრემიერის მოწოდების შემდეგ ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვეტილება გააუქმა, რომლითაც რამდენიმე არასამთავრობოს პოლიტიკურ პროცესებში გაწეული ხარჯების საჯაროობა ევალებოდა – უწყების მიერ შეცვლილი გადაწყვეტილება და მხარეთა პოზიციები
- ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე – ირანის ავიაიერიში ისრაელზე და მზადება საპასუხო თავდასხმისთვის; თელ-ავივში მომხდარი ტერაქტი, სახელმწიფოს მეთაურთა მუქარები და ომის გეოგრაფიული არეალი
- ქართულ ბაზარზე ფრანგული ავიაკომპანია შემოდის – წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები დაბალ ბიუჯეტურ Transavia France-სთან, ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და ევროპული ავიახაზების მზარდი ინტერესი