#მოამბე 21 საათზე, 2 ოქტომბერი, 2020 #LIVE
• შემზარავი ტრაგედია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში – ჩამოწოლილმა მეწყერმა მიწის ქვეშ ექვსი ადამიანი მოიყოლა; მეხანძრე მაშველებმა ოთხი გარდაცვლილის პოვნა მოახერხეს, ორი დაკარგული ამ დრომდე იძებნება; მომხდართან დაკავშირებით სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა
• 453 ინფიცირებული და ხუთი გარდაცვლილი – ეპიდემიის მეორე ტალღა საქართველოს შემაშფოთებელი სტატისტიკით უტევს; 297 შემთხვევა წითელ რეგიონს, აჭარას უკავშირდება; ინფიცირების დინამიკა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც მზარდია; მიმდინარეობს ეპიდემიოლოგთა დამატებითი ჯგუფების მობილიზება
• მეექვსე დღეა, მთიან ყარაბაღში ცეცხლი არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ; თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბრძოლა ყარაბაღის დეოკუპაციით დასრულდება; სომხეთი საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობაზე საუბრობს და NATO-სგან ახსნა-განმარტებას ითხოვს
• ქვეყნის ევროპული გზა და ისტორიული განაცხადი ევროინტეგრაციის პროცესში – საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს 2024 წელს გააკეთებს. მმართველი გუნდის გადაწყვეტილება და გზა, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად უნდა გაიაროს