„მოამბე“ 21 საათზე, 2 მარტი, 2019 #LIVE
• სპეცოპერაცია სენაკსა და ფოთში – ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს;
• ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობის დროს აღმოჩენილი დარღვევები და დაუსაბუთებლად გახარჯული 2 მილიონი ლარი – აუდიტის დასკვნაზე გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაიწყო;
• ვითარება ვენესუელაში – ნიკოლას მადურო საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზე კვლავ უარს აცხადებს, ხუან გუაიდო კი მხარდაჭერის გასაძლიერებლად, რეგიონულ ტურნეს მართავს;
• 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები – პარიზი მოდის კვირეულს მასპინძლობს;
• „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მორიგ შეხვედრაში „ბორჯღალოსნებმა“ ბელგიელები დაამარცხეს.