#მოამბე 21 საათზე, 2 მაისი, 2022 #LIVE

21:00, 02.05.2022
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა – მეორე, სექტორული ნაწილის შევსება და მიწოდება ვადაზე ადრე იგეგმება
  • საომარი მოქმედებები უკრაინაში და კრემლის გზავნილები – რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა; მარიუპოლიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დაიწყო
  • კიევის მორიგი ბრალდება მტკიცებულებების გარეშე და თბილისის პასუხი – უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის კრემლი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
  • დღეიდან, პირბადის ტარება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოგვიწევს – სტაბილური ეპიდვითარება და შემსუბუქებული რეგულაციები

მოამბე

მსგავსი