#მოამბე 21 საათზე, 2 ივნისი, 2021 #LIVE
- თბილისში ამერიკელ სენატორებს ელოდებიან – დელეგაცია შეხვედრებს ხვალ დილიდან გამართავს; ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან განსახილველი საკითხები და სტრატეგიულ პარტნიორთა მოლოდინი
- ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა ხმაურის ფონზე, მწვავე კითხვები და პასუხები პარლამენტში – ოპოზიციის ნაწილმა ცენტრალური ბანკი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში დაადანაშაულა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კი დეპუტატებს შეკითხვების შინაარსი დაუწუნა
- შემზარავი სცენა სასამართლოს შენობაში და საერთაშორისო რეზონანსი – ბელარუსში დაკავებულმა პოლიტიკურმა აქტივისტმა სასამართლო დარბაზში თვითმკვლელობა სცადა; ბრალდებულის ახლობლები მომხდარს წამებითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით ხსნიან
- ქართული საეკლესიო გალობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა – საზოგადო მოღვაწეების მიერ კარდაკარ შეგროვებული საგალობლები და სანოტო ფურცლებზე გადატანილი უმნიშვნელოვანესი საგანძური