#მოამბე 21 საათზე, 2 ივლისი, 2020 #LIVE
- ალექსანდრე მუხაძეს ყოფილი პატიმრის, ალექსანდრე მანუკიანის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ედება ბრალი; არა ერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილე ყოფილი მაღალჩინოსნის კრიმინალური ანატომია
- შენგენის ზონის ექვსმა ქვეყანამ ქართველებისთვის საზღვრები გახსნა; საქართველოს ხელისუფლება ევროპულ დედაქალაქებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ემიგრანტთა დასაბრუნებლად სპეცრეისების განრიგს ადგენს
- ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალ რეალობაში – პანდემიის პირობებში აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება განსხვავებულ გარემოში მოუწევთ; ახალი წესები და რეგულაციები
- პუტინს პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენა 2036 წლამდე შეეძლება, რუსეთში საერთაშორისო სამართალზე უპირატესად ქვეყნის კონსტიტუცია ცხადდება – კრემლში რეფერენდუმის შედეგებს ტრიუმფად აფასებენ, დასავლეთი კი რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებებს ახსენებს