#მოამბე 21 საათზე, 2 აპრილი, 2024 #LIVE

21:03, 02.04.2024
  • საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის და ევროკომისიის შემდეგ შეხვედრებს ახლა უკვე ჰააგაში მართავს – საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, ოფიციალური შეხვედრები და თბილისის მწვავე რეაქცია
  • მმართველი გუნდი ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მიმართ არსებულ პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს და ადგილობრივი არასამთავრობოებისა და მედია საშუალებების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს – ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოში უცხოური გრანტების ხარჯვის ღიაობის პრობლემა არ დგას
  • საპარლამენტო უმრავლესობა „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს და ქალთა კვოტირების გაუქმებას დაჩქარებული წესით განიხილავს – ოპოზიციის ნაწილი „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის შემდგარ პოლიტიკურ შეთანხმებას აკრიტიკებს. მმართველი გუნდი ოპონენტების მიერ გენდერული კვოტების ადვოკატირებას ფარსს უწოდებს
  • ისრაელი ღაზას სექტორში თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომელთა დაღუპვას ადასტურებს, დასავლეთი კი მომხდარზე მკაფიო განმარტებებს ითხოვს – სამშვიდობო შეთანხმებისთვის და მძევლების გასათავისუფლებლად ისრაელის ახალი წინადადება „ჰამასს“ და თეირანის მუქარა დამასკოში ირანის საკონსულოზე ისრაელის თავდასხმასთან დაკავშირებით

მოამბე

მსგავსი