#მოამბე 21 საათზე, 19 თებერვალი, 2024 #LIVE

21:00, 19.02.2024
  • ირაკლი კობახიძის პირველი საერთაშორისო ვიზიტი პრემიერის რანგში – დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში, სამთავრობო დელეგაციის დღის წესრიგი და დასავლეთის გზავნილები ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან
  • ოპოზიციასთან კონსულტაციების პარალელურად პრეზიდენტი საერთაშორისო მედიაში კოალიციური მთავრობის საჭიროებაზე საუბრობს, თუმცა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი 5%-იანი ბარიერის გადალახვის გზებს ეძებს და გაერთიანებას ამ დრომდე ვერ ახერხებს – დეკლარირებული გეგმები, რეალობა და შეფასებები
  • ოთხთვიანი იერიშის შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აღებული ქალაქი ავდეევკა და მცირე წინსვლა რაბოტინოს რაიონში – დახმარების მოლოდინში მყოფ უკრაინას თავდაცვის საშუალება არ ეძლევა; პრეზიდენტი ზელენსკი ამერიკელ კოლეგას ესაუბრა, დასავლეთი კი კვლავ დაფინანსების საკითხს განიხილავს
  • რეზო ესაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა – ქართველი რეჟისორის თვალით დანახული და უკვდავ ფილმებში ასახული საბჭოთა რეალობა, ხელოვანის სახასიათო პერსონაჟები და მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა

მსგავსი