#მოამბე 21 საათზე, 19 თებერვალი, 2021 #LIVE

21:00, 19.02.2021

• საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს – მთავრობის გუნდს ორი მინისტრი ტოვებს; უცვლელი რჩება ძალოვანების და ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა; მმართველი გუნდი განახლებულ მინისტრთა კაბინეტს სამ დღეში, დაჩქარებული წესით დაამტკიცებს;

• საქართველოს პოლიტიკური პროცესი საერთაშორისო დღის წესრიგში და დასავლეთის გზავნილები ხელისუფლებასა და ოპოზიციას – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული არიან; პარტნიორები პოლიტიკურ აქტორებს დიალოგის რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ, მოწოდების ადრესატები კი კვლავ ულტიმატუმის ენით საუბრობენ;

• ვაქცინის წარმოების ინდუსტრია, „კოვაქს“ პლატფორმა და სამართლიანი განაწილების საკითხი დიდი შვიდეულის ქვეყნების შეხვედრაზე – გაერო-ს ინფორმაციით, ხელმისაწვდომი ვაქცინების 75% მდიდარ ქვეყნებს გადაეცა, მსოფლიოს 130 ქვეყანა კი ვაქცინის გარეშეა, რასაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი უსამართლოს უწოდებს; მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები პირობას დებენ, რომ სამართლიანი განაწილების მიზნით შექმნილ საერთაშორისო მექანიზმში სულ უფრო მეტ თანხებს შეიტანენ;

• საქართველოს პირველ არხზე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და აზარტული მუსიკალური მეგა-შოუ „ვოისი“ იწყება – პროექტის ქართული ანალოგის ჩვენება 20 თებერვლიდან, ყოველ შაბათს, ზუსტად 22 საათზე დაიწყება და მაისამდე გაგრძელდება; კრიტიკოსთა ასოციაციისა და „მაყურებლის რჩეული“ ჯილდოების არა ერთგზის მფლობელი შოუ, რჩეული მწვრთნელები და საუკეთესო გუნდები.

მსგავსი