#მოამბე 21 საათზე, 19 ოქტომბერი, 2023 #LIVE
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში – ქვეყნის უსაფრთხოება, გამოწვევები, უწყების ხელმძღვანელის გზავნილები და დეპუტატთა შეკითხვები
- მმართველი გუნდი იმპიჩმენტის საკითხში სალომე ზურაბიშვილის მიმართ ოპოზიციის მხარდაჭერას მათ შორის ალიანსის ლუსტრაციად აფასებს – სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დამრღვევად ცნობილი პრეზიდენტის გზავნილები, შესაძლო ალიანსები, გეგმები და პოლიტიკური სპექტრის შეფასებები
- ღაზის სექტორში ავიაიერიშები გრძელდება – საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა მიმართულებით, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და ბომბებისგან დანგრეული შენობები; დასავლეთი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ტრაექტორიის შეცვლის საფრთხეზე საუბრობს
- თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე წმინდანი“ Asia Pacific Screen Awards-ზე – გაცოცხლებული წმინდანის ამბავი „აზიური ოსკარის“ ორ ნომინაციაში წარდგენილ ფილმში, რომელიც 2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოსთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს