#მოამბე 21 საათზე, 19 ოქტომბერი, 2021 #LIVE
- თბილისში ხელმოწერილი მემორანდუმი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის შეფასება – ექვსწლიანი ხელშეკრულება უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მთავარი საყრდენი იქნება
- სააკაშვილის წერილი, უცვლელი ადრესატები და შეცვლილი რიტორიკა – 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული ექსპრეზიდენტი, ჯარსა და პოლიციას, რომელსაც ცოტა ხნის წინ უკრაინიდან ემუქრებოდა, მოუწოდებს, დემონსტრაციების შემთხვევაში მოქალაქეების მიმართ ხელი არ აღმართონ
- ქვეყნის ეპიდ-ვითარება დღითიდღე მწვავდება – ვაქცინაციის უკიდურესად შემცირებული ტემპი, ინფიცირების პიკური მაჩვენებელი და გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი
- ევროკავშირი ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს – ბრიუსელი აცხადებს, რომ ევროკავშირის საზღვართან მიგრანტების ნაკადის მიყვანით მინსკი ალიანსში დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს; არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად პოლონეთი ბელარუსის საზღვართან სამხედროების რაოდენობას აორმაგებს