#მოამბე 21 საათზე, 19 ოქტომბერი, 2020 #LIVE

21:00, 19.10.2020

კორონავირუსით ინფიცირების დღიური სტატისტიკა უკვე მეორე დღეა, ოთხნიშნა რიცხვებში გამოისახება – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1 186 დაინფიცირდა, 7 კი გარდაიცვალა; ეპიდემიის არეალი სულ უფრო ფართოვდება; პრემიერ მინისტრისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის გზავნილი საზოგადოებას

• პაციენტებით სავსე საავადმყოფოები, „კოვიდ“-სასტუმროები და საკარანტინო სივრცეები, გადატვირთული „ქოლ“-ცენტრები და ცხელი ხაზები – ნაკადების მკვეთრი ზრდის გამო პაციენტებისთვის სერვისების დროული მიწოდება ვერ ხერხდება; ჯანდაცვის სისტემა რესურსების სრულ მობილიზებას გეგმავს; ბინაზე მკურნალობის მოდელი, ეპიდემიოლოგთა მოწოდება და სპეციალისტთა რეკომენდაციები

• ეპიდემიის მეორე ტალღას მსოფლიო წერტილოვანი დარტყმებით ებრძვის – ევროპელი ლიდერები საკუთარ მოსახლეობას საგანგებო განცხადებებით მიმართავენ; ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი საზღვარგარეთ მყოფ ჩეხ ექიმებს ქვეყანაში დაბრუნებისკენ და დახმარებისკენ მოუწოდებს; მსოფლიო პანდემია და საგანგაშო პროგნოზები

მსგავსი