#მოამბე 21 საათზე, 19 მარტი, 2024 #LIVE
- პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია – პროტესტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ცესკო-ს ერთპარტიულობასა და დამორჩილებაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს მათემატიკას უწუნებს და პრეზიდენტსა და ოპოზიციის ნაწილს უწყების ჩიხში შეყვანაში ადანაშაულებს
- ხელისუფლებამ „ვეტინგის“ თემა დახურა – „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქართული სასამართლოს მიტაცებას არ დაუშვებს და საკითხის გარშემო დისკუსიას წყვეტს, ოპოზიცია კი სადავო ინიციატივის დღის წესრიგიდან მოხსნას არ აპირებს; მხარეთა პოზიციები
- ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს სამი წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ – ევროკავშირის სტანდარტით წარმოებული ქართული ფაგები მსოფლიოს რვა ქვეყანაში, მთავრობის ხელშეწყობა ბაქტერიოფაგის განვითარებისთვის და წარმოების გაფართოების პერსპექტივა
- განათლების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა – ელექტრონული და დისტანციური სწავლების დარეგულირების საკითხი, საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება, ონლაინ უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა და მნიშვნელოვანი სიახლეები