#მოამბე 21 საათზე, 19 მაისი, 2023 #LIVE

21:00, 19.05.2023
  • რუსეთიდან შესრულებული პირველი ავიარეისის მგზავრებს პოლიტიკური ორგანიზაცია „დროა“ აეროპორტში ხმაურითა და კვერცხების სროლით დახვდა – ოპოზიცია ფრენების აღდგენაზე თანხმობის გაუქმებას ითხოვს, ხელისუფლება კი მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესებზე საუბრობს; რუსეთის მიერ აღდგენილი პირდაპირი ფრენები და პოლიტიკური სპეკულაციები
  • ქართულ პოლიტიკას დეკლარირებულად გამიჯნული სააკაშვილი მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება – „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ლიდერის გააქტიურებას არ გამორიცხავს, მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან არც არასოდეს წასულა და მის საარჩევნო ამბიციებზე საუბრის დაწყება მორიგი პოლიტიკური თამაშია
  • „დიდი შვიდეულის“ სამიტი და დასავლეთის გზავნილები – იაპონიაში ჩასული ლიდერები ჩინეთსა და რუსეთზე მსჯელობენ, პარალელურად კი სი ძინპინი ცენტრალური აზიის ქვეყნების სამიტს მასპინძლობს; ბირთვული დაბომბვის შედეგად განადგურებულ ჰიროსიმაში ჯო ბაიდენის ჩასვლას პროტესტი მოჰყვა
  • თბილისი ხმელთაშუა ზღვის ფილმების ფესტივალს მასპინძლობს – სპეციალურად შერჩეული ფილმები და საელჩოების ინიციატივით გამართული ჩვენებები კინოთეატრ „ამირანში“

 

მსგავსი