#მოამბე 21 საათზე, 19 ივლისი, 2024 #LIVE
- ესპანეთის მთავრობა მედიისგან მეტ გამჭვირვალობას ითხოვს და წესების გამკაცრებას გეგმავს – პრემიერი სანჩესი ფინანსური რესურსის აბსოლუტურად ყველა წყაროს გამჭვირვალობას და სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მქონე აქციონერების ვინაობის გასაჯაროებას მოითხოვს; „ქართული ოცნება“ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს; საკითხის გააქტიურება ევროპაში საქართველოსთვის კანონის დაწუნების პარალელურად და პოლიტიკური შეფასებები
- საქართველოს ხელმოწერა ბლენჰაიმის სასახლეში მიღებულ შემაჯამებელ დეკლარაციაზე – გამოწვევები ევროპის კონტინენტზე, საქართველოს სატრანზიტო-ენერგეტიკული ფუნქციები და ქართული დელეგაციის მიერ გააქტიურებული საკითხი ევროპის პოლიტიკური საზოგადოების პლატფორმაზე
- საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში – ევროკავშირის ბოლოდროინდელი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და პარტნიორი ქვეყნის პირველი დიპლომატის მწვავე კრიტიკა; უნგრეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მთავარი გზავნილები; „მოამბე“ ბუდაპეშტიდან
- Microsoft-ის კომპიუტერული სისტემების შეფერხება Crowdstrike-ის მიერ წარმოებული ანტივირუსული პროგრამის განახლების გამო და პარალიზებული მსოფლიო – ათასობით გადადებული ფრენა, ქაოსი ჯანდაცვის სისტემებში, ბანკებსა და ტელეკომპანიების ნაწილში; ტექნოლოგიური ხარვეზის მიზეზი, შედეგი და პროგნოზები