#მოამბე 21 საათზე, 19 ივლისი, 2022 #LIVE
- ირანის, რუსეთის და თურქეთის ლიდერთა შეხვედრა თეირანში და განხილული საკითხები – უკრაინის ომი, მარცვლეულის კრიზისი, ახლო აღმოსავლეთში არსებული გამოწვევები და ტერორიზმთან ბრძოლა
- საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივა – „სამხრეთის გაზის დერეფანი“, როგორც ევროპისთვის რუსული გაზის ჩანაცვლების ერთ-ერთი მთავარი წყარო და საქართველოს ბენეფიტები; თურქმენეთის მარაგების ევროპაში ტრანზიტის შემთხვევაშიც ყველაზე რეალური სატრანზიტო მარშრუტი ასევე საქართველოზე გადის
- „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონზე მუშაობა დაიწყო – მმართველი გუნდი არჩევანს უკრაინულ კანონმდებლობაზე აკეთებს; ოპოზიციის ნაწილი პროცესს ემიჯნება, ნაწილი კი უკრაინული კანონის ხარვეზებზე საუბრობს
- გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში – იტალიელი მკვლევარის, ფაბიანო ვენტურას ფოტოკოლექცია, დედამიწის ყველაზე მნიშვნელოვანი მთის სისტემების ამსახველი ექსპოზიცია და სვანეთის მთების ფოტოკადრები, რომელიც მკვლევარმა ვიტორიო სელამ შემოინახა