#მოამბე 21 საათზე, 19 ივლისი, 2021 #LIVE
• ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია, სამი პრეზიდენტის მიერ ისტორიულ პეტრას ციხეში ხელმოწერილი დეკლარაცია და პარტნიორთა გზავნილები – ევროკავშირის წევრობისთვის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთად იმოქმედებენ
• საქართველოში უკვე მესამედ ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა – ოპოზიცია ევროპელ მედიატორს „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის გაძლიერებას სთხოვს; შეხვედრის დეტალები და პოლიტიკური განცხადებები
• ქვეყნის ეპიდ-სურათი დღითიდღე რთულდება – სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჰოსპიტალიზირებული პაციენტების 70% ინდური შტამით ინფიცირებულია, რის გამოც დაავადება საწყის ეტაპზევე მძიმედ მიმდინარეობს
• booking.com-ი პირველი აგვისტოდან დაიბეგრება და საქართველოს ბიუჯეტში თანხას გადაიხდის – უძრავი ქონების გაქირავების პლატფორმა შემოსავლების სამსახურს ვალდებულების ოქტომბრამდე გადავადებას სთხოვს და მოქალაქეებისთვის საკომისიო მომსახურების 18%-მდე გაზრდას გეგმავს