#მოამბე 21 საათზე, 19 იანვარი, 2024 #LIVE
- პოლიტიკური პარტიების გეგმები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას აანონსებს, თუმცა საერთო სტრატეგიაზე კვლავ ვერ თანხმდება, მმართველი პარტია კი ოპონენტებს გარდაუვალ მარცხს უწინასწარმეტყველებს და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას გეგმავს
- „ქართული ოცნების“ ვიზიტი ჩინეთში – დელეგაციის დღის წესრიგი, შეხვედრები და დისკუსიები ეკონომიკურ-პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით; ვიზიტის მნიშვნელობა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის გზავნილები შანხაიდან
- ცივი ომის შემდეგ ნატო-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნები რუსეთის საზღვართან და მზადება მოსკოვისგან მოსალოდნელ საფრთხეებთან გასამკლავებლად – „მტკიცე მცველი 2024“ და თანაბარი ძალის მოწინააღმდეგესთან იმიტირებული კონფლიქტის სცენარი
- 100 წელი 1924 წლის აჯანყებიდან – დაგეგმილი ღონისძიებები მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის უმძიმეს პერიოდთან დაკავშირებით და დოკუმენტური მასალები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული გამოსვლების, თუ აჯანყებულთა მიმართ რეპრესიების შესახებ