#მოამბე 21 საათზე, 19 იანვარი, 2021 #LIVE
🔴 მკაფიო და საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გზავნილი ბრიუსელიდან მოსკოვის მისამართით – ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთს კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას ვერ შეაჩერებს;
🔴 ხვალ აშშ-ისთვის ისტორიული დღეა – დონალდ ტრამპს დღეს ოვალურ კაბინეტში ბოლო სამუშაო დღე აქვს;
🔴 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური ჩერდება – ხვალ „ენგურჰესი“ პირველ მაისამდე დაიხურება;
🔴 ოპოზიციაში შიდა უთანხმოება მწვავდება – „გირჩისა“ და ალეკო ელისაშვილის პარტიაზე შეტევები და თავდასხმები კი სულ უფრო ხშირდება;
🔴 ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განხილვა – საქართველო „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინის 20 000 დოზას თებერვალში მიიღებს;
🔴 დახურული კინოთეატრები, გადადებული და ჩაშლილი მსოფლიო პრემიერები – პანდემიის გამო, 2020 წელი კინოსამყაროსთვის ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა.

მოამბე