#მოამბე 21 საათზე, 19 აპრილი, 2024 #LIVE
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე – ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლა და მთავარი გზავნილები; ოპოზიციის შეკითხვები, ბრალდებები და დაპირისპირება პარლამენტში
- არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე მართვის სადავეები შესაძლოა, ოპოზიციამ გადაიბაროს – პოლიტიკური აქტორები კონკრეტულ გეგმებზე არ საუბრობენ, თუმცა რეზონანსულ კანონპროექტთან დაკავშირებით ქუჩის აქციებს აანონსებენ; დაგეგმილი პროტესტი, ოპოზიციის როლი და სტრატეგია
- სუს-ი 2023 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ გასულ წელს ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების დეზინფორმაციული კამპანიები, რომლის მთავარი სამიზნე ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო – უწყება უწყვეტ რეჟიმში განხორციელებულ მონიტორინგზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული შიდა, თუ გარე ძალების აქტივობებსა და გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობს
- ისრაელის საჰაერო თავდასხმა ირანზე და აფეთქებები ქალაქ ისპაჰანში – თეირანი გარედან შეტევის მიღებას უარყოფს და პასუხის გაცემას არ გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ ბირთვულ სადგურებზე შეტევის შემთხვევაში ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას დაიწყებს. დასავლეთი რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს; შეზღუდული მასშტაბის თავდასხმა ისრაელის მხრიდან, ირანის ნეიტრალური პასუხი და მხარეთა განცხადებები