#მოამბე 21 საათზე, 19 აპრილი, 2023 #LIVE

21:00, 19.04.2023
  • კვორუმის არარსებობის გამო საგამოძიებო კომისიის საკითხზე კენჭისყრა კვლავ ვერ შედგა – ოპოზიცია უმრავლესობას სასამართლოს ლობირებაში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი ოპონენტთა მხრიდან საბოტაჟზე საუბრობს და სასამართლოს თავისუფლებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლას პოლიტიკურ ანეკდოტს უწოდებს
  • „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის გავლენისთვის ბრძოლა გრძელდება – ხელისუფლება აცხადებს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია მოშლილია და აღარაფერი ეშველება; მორიგი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“, კეზერაშვილის ფაქტორი და პოლიტიკური შეფასებები
  • პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის განბლოკვას თანხმდება, ბულგარეთი კი იმპორტზე დროებით აკრძალვას აწესებს – ევროპის ოთხი ქვეყნის გადაწყვეტილება, ორდღიანი მოლაპარაკებები ვარშავაში და „მარცვლეულის შეთანხმების“ პერსპექტივა
  • 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას პირველ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ – განათლების სამინისტრო გადაწყვეტილებას მშობელთა მოთხოვნას უკავშირებს; ახალი მარეგულირებელი ნორმები და რეგისტრაციის ეტაპები

მოამბე

მსგავსი