#მოამბე 21 საათზე, 18 სექტემბერი, 2023 #LIVE
- სუს-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში არეულობის მოწყობას და ხელისუფლების დამხობას გეგმავს – სკანდალური ინფორმაცია, გადატრიალების სქემა და აქტორები
- საქართველოს პრემიერის ვიზიტი აშშ-ში – მაღალი დონის შეხვედრები გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა და მთავრობის მეთაურის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან
- ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელთა შეხვედრა და მხარდამჭერი გზავნილები მადრიდიდან – დასავლელი პარტნიორები ქვეყნის პროგრესზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია
- უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მარცვლეულზე დავა გრძელდება – ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინული პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვებს ახანგრძლივებენ, რის გამოც კიევი სამართლებრივ დავას იწყებს