#მოამბე 21 საათზე, 18 სექტემბერი, 2020 #LIVE
• ექსპერტიზის დასკვნები და თამარ ბაჩალიაშვილის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული, აქამდე უცნობი ვიდეო-აუდიო მასალები ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეში – ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია სახელდება, წამლის ინექციის გზით მიღების ალბათობა კი გამოირიცხა; ოჯახის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები ყალბია
• 182 შემთხვევა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში – ბათუმი კვლავ განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ რჩება, შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქსა და სხვა რეგიონებშიც იმატებს, ჯანდაცვის სისტემა შემოდგომის მეორე ნახევარში მოსალოდნელი პიკისთვის ემზადება
• ეკონომიკის მინისტრის ხმაურიანი გამოსვლა პარლამენტში – დებატები ურთიერთბრალდებების ფონზე და ოპონენტთა პროტესტი; ოპოზიციამ, რომელმაც არა ერთი შეკითხვა დასვა, დარბაზი მოსმენის დასრულებამდე დატოვა, რასაც მმართველი გუნდი პროვოკაციად აფასებს
• ქართული გუნდების გამარჯვება და წარმატებული ევროსეზონი – ქართული საფეხბურთო კლუბები ევროსეზონს აგრძელებენ; ევროპული ტურნირის ისტორიაში რუსეთისა და საქართველოს გუნდების მეორე დაპირისპირებაც ქართველების გამარჯვებით დასრულდა