#მოამბე 21 საათზე, 18 ოქტომბერი, 2024 #LIVE

21:00, 18.10.2024
  • საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის უწყებებთან საერთაშორისო თანამშრომლობით ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა – გამოძიება დაკავებულ პირებს აშშ-ში მცხოვრებ პირთა კუთვნილი 1 634 000 აშშ დოლარის და 1 000 000 ევროს მითვისებას ედავება; ორგანიზებული დანაშაულის სქემა და დეტალები
  • უცხოელ აქტორთა მოთხოვნები, დათქმები და დასავლეთის გზავნილები – ევროკავშირის ელჩი წინასაარჩევნოდ ღია ტექსტით საუბრობს და გარკვეული არჩევანის შემთხვევაში ევროპული ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას აანონსებს, რასაც ოპოზიცია ეთანხმება, მმართველი გუნდი კი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს
  • იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება – სპეციალისტები მოსახლეობას სეზონური გრიპის გართულებებისგან თავის დაცვას ურჩევენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ
  • რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს გახსნა – 50 მილიონი ლარი თბილისის სავიზიტო ბარათის რეაბილიტაციისთვის, საბაგირო გზის გახსნის საზეიმო ღონისძიება და პირველი მგზავრები

მოამბე

მსგავსი