#მოამბე 21 საათზე, 18 ოქტომბერი, 2023 #LIVE
- პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა – კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლოს დასკვნის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას ინარჩუნებს; ოპოზიციის მხარდაჭერა პრეზიდენტს, მწვავე პოლიტიკური დებატები პარლამენტში და ისტორიული სხდომის დეტალები
- მორიგი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – კვიპროსში კეზერაშვილთან საიდუმლო შეხვედრაზე ბიზნესმენების დასწრებასთან დაკავშირებით ხებეიშვილის განცხადებას მელია პოლიტიკურ კორუფციას უწოდებს, უგულავა-ნაყოფიას ტანდემი კი კულუარულად მხარეთა შერიგებას ცდილობს; მელიას პოზიციონირებას და ახალ მენეჯმენტთან შესაძლო მოლაპარაკებებს მმართველი გუნდი პოლიტიკურ უთავმოყვარეობად მიიჩნევს
- საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ისრაელში და ვაშინგტონის მკაფიო მხარდაჭერა თელ-ავივს – ურთიერთბრალდებები ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე, მხარეთა განცხადებები და ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან
- ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში – ქართველი მხატვრის შემოქმედება და ნამუშევრები, რომლებიც მის ბიოგრაფიას გვაცნობს