#მოამბე 21 საათზე, 18 ნოემბერი, 2024 #LIVE

21:00, 18.11.2024
  • ოპოზიციის პროტესტი და კარვებით ჩანაცვლებული მსვლელობები, ჩახერგილი ქუჩები და პარალიზებული მოძრაობა დედაქალაქში – ოპოზიცია აქციების ქვეყნის მასშტაბით გაშლას აანონსებს; მამუკა ხაზარაძე თანამებრძოლებს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით სახალხო პარლამენტის შექმნას სთავაზობს; ოპოზიციის გეგმები და შეხვედრები ორბელიანების სასახლეში
  • ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტით უკმაყოფილო ოპოზიცია მხარდაჭერის მოპოვებას დასავლეთისგან ცდილობს და ბრიუსელში წერილს აგზავნის – ოთხი ბარიერგადალახული პარტია ევროკავშირს არჩევნების არ აღიარებას, საერთაშორისო გამოძიებას, ქართულ ხელისუფლებაზე ზეწოლას და ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებაზე მკაფიო გზავნილების გაკეთებას სთხოვს, რასაც ხელისუფლება ქვეყნის ღალატად აფასებს
  • სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დაბანაკებული ოპოზიციის გზავნილები განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს და მედიას – ბულინგი სოციალურ ქსელებში და მგზავრთა შეურაცხყოფა ქუჩებში; ქვეყნის მტრებად გამოცხადებული ადამიანები და მუქარა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ; ევროპულობის სახელით გაჩაღებულ კამპანიას მმართველი გუნდი ფაშიზმს უწოდებს
  • თეთრი სახლის დატოვებამდე ორი თვით ადრე ჯო ბაიდენი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების ნებას რთავს – მოსკოვი საპასუხო ზომებით იმუქრება; ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერების დიდი ნაწილი მიესალმება, ნაწილი კი მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე საუბრობს; დონალდ ტრამპის შვილი სამხედრო მრეწველობის კომპლექსს ადანაშაულებს

მოამბე

მსგავსი