#მოამბე 21 საათზე, 18 მაისი, 2023 #LIVE
- იუსტიციის საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის ასარჩევად ჩატარებულ ფორმალურ კენჭისყრაზე ოთხივე კანდიდატურა ჩავარდა – მმართველი გუნდი ოპონენტებს კოლეგების ბულინგში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი ურთიერთბრალდებების რეჟიმშია და ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ მხარედ ამჯერად, „ნაციონალური მოძრაობა“ სახელდება
- „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლას აანონსებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობის დასაკავებლად იბრძვის, რაც პარტიაში მორიგი განხეთქილების საგანი ხდება – მმართველი გუნდი ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს
- ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა პარლამენტში – უწყების სფეროებში განხორციელებული პროექტების შეჯამება, დაანონსებული სიახლეები და კანონმდებელთა შეკითხვები ზურაბ აზარაშვილს
- დასავლური სანქციების ფონზე მოსკოვი და თეირანი ახალი სატრანსპორტო დერეფნის ამუშავებას ცდილობენ – ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო გზის ფორმირების გეგმა და ახალი სავაჭრო დერეფანი, რომელმაც სამხრეთ კავკასიის გავლით აზია ევროპას უნდა დააკავშიროს
- მუზეუმების საერთაშორისო დღე – სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილი ღონისძიებები და მრავალფეროვანი პროგრამა