#მოამბე 21 საათზე, 18 მაისი, 2021 #LIVE
• ორდღიანი ვნებათაღელვის შემდეგ დმანისში სიმშვიდეა – საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით აღიძრა, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ; პირველი არხი ტელევიზიის გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელთა დასჯას ითხოვს
• „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანია მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად ახალი თანამშრომლების აყვანას გეგმავს – ქარხნის ადმინისტრაცია გაფიცულებს საბოტაჟში ადანაშაულებს
• ქვეყნის ეპიდ-ვითარება კვლავ რთულია – საქართველო „სინოვაკის“ ვაქცინით იმუნიზაციას მომავალი კვირიდან იწყებს; სპეციალისტები პრეპარატის მაღალ ეფექტურობაზე საუბრობენ
• ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს – იზრდება მსხვერპლთა და დევნილთა რაოდენობა; საერთაშორისო საზოგადოება ვითარების დასტაბილურებას ცდილობს