#მოამბე 21 საათზე, 18 ივლისი, 2023 #LIVE

21:00, 18.07.2023
  • მსოფლიო თანამეგობრობა მარცვლეულის კრიზისის დაძლევას ცდილობს – აშშრუსეთს შეთანხმების სწრაფად აღდგენისკენ მოუწოდებს, ევროკომისიის პრეზიდენტი კი კრემლის გადაწყვეტილებას ცინიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს გააგრძელებს
  • სტიქია კახეთში – ძლიერი წვიმა და ქარი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ზარალის შესწავლა და მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები
  • ხანძრები და რეკორდული სიცხეები ევროპაში – ტყის უკონტროლო ხანძრები შვეიცარიასა და საბერძნეთში და სტიქიის ზონებიდან ევაკუირებული მოსახლეობა. მეხანძრე მაშველები ცეცხლის ლიკვიდაციას ამ დრომდე ცდილობენ; ევროპაში ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება
  • სეზონის ბოლო პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე – ერეკლე მეორის ცხოვრება ნოდარ მაჭარაშვილის რომანის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში „ავი მუსაიფი“, პოლიტიკურად რთული ეპოქა და სამშობლოსთვის თავდადებული მეფის მთავარი პრინციპი, რომელიც მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე გაგრძელდა

მოამბე

მსგავსი