#მოამბე 21 საათზე, 18 დეკემბერი, 2023 #LIVE

21:00, 18.12.2023
  • პრემიერის ანგარიში და მთავარი გზავნილები – მთავრობის მუშაობის შედეგები 2023 წელს და „ქართული ოცნების“ 11-წლიანი მმართველობის შეჯამება; ქვეყნის კიდევ ერთი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე, თანმიმდევრული საშინაო, თუ საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები, პრიორიტეტები და მომავლის გეგმები
  • კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გასახსნელად ახალი საშინაო დავალების შესასრულებლად ემზადება – მმართველი გუნდი სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ევროკომისიის პასუხს ელის და ოპონენტებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს; ოპოზიციის ნაწილი თანამშრომლობას გეგმავს და პროცესს გამიჯნულ ოპოზიციას სტრატეგია-ტაქტიკას უწუნებს
  • პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე პოლონელი გადამზიდავების აქციას ფერმერებიც უერთდებიან – ბლოკირებული საკონტროლო გამშვები პუნქტები, პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები, დაძაბულობა ვარშავა-კიევს შორის და მხარეთა პოზიციები
  • „რამაზ ჩხიკვაძე – 95“ – საიუბილეო საღამო რუსთაველის ეროვნულ თეატრში, მრავალფეროვანი პროგრამა, აღდგენილი სცენები ეპოქალური სპექტაკლებიდან და მაყურებლის წინაშე გაცოცხლებული გენიოსი მსახიობის უნიკალური გარდასახვის უნარი

მოამბე

მსგავსი