#მოამბე 21 საათზე, 18 დეკემბერი, 2020 #LIVE

21:00, 18.12.2020

• მომავალი მთავრობა და სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტები – გიორგი გახარიამ პარლამენტს მომავალი მინისტრთა კაბინეტი თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა; მმართველი გუნდი კულტურისა და განათლების სამინისტროების გაყოფის შესახებ მსჯელობს; გიორგი გახარიას გუნდისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს პარლამენტი მომდევნო კვირიდან დაიწყებს;

• ოპოზიცია რევოლუციური სცენარისთვის ემზადება, რასაც ახლა უკვე მშვიდობიან, ლეგიტიმურ რევოლუციას უწოდებს – ოპოზიციის მთავარი აქტორები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, მშვიდობაც არ იქნება, ნაწილი კი ალტერნატიული სახალხო პარლამენტის შექმნაზე საუბრობს; ოპოზიციის სტრატეგია და შესაძლო რევოლუციური სცენარები;

• შესაძლოა, 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საკითხი გადაიხედოს – მთავრობა ბიზნეს-საქმიანობის განახლების ფორმებზე მსჯელობს, კერძო სექტორი კი წინასაახალწლო პერიოდში სავაჭრო ობიექტების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს და შეზღუდვების მოხსნას ელის;

• ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მეათე, საკონსულტაციო ფორუმი ქუთაისში, რომლის ჩატარების შესაძლებლობაც ქვეყანას პირველად მიეცა – საქართველოს ისტორიული ქალაქი მასშტაბურ ღონისძიებას 2021 წელს უმასპინძლებს; ქვეყანაში ჩამოსული 300-მდე დელეგატი საქართველოს კულტურული, ისტორიული, თუ კულინარიული ტურისტული მარშრუტების განვითარება-პოპულარიზებაზე იმუშავებს.

მსგავსი