#მოამბე 21 საათზე, 18 აპრილი, 2024 #LIVE

21:00, 18.04.2024
  • ოპოზიცია გამჭვირვალობის სადავო კანონპროექტის უკან გასაწვევად ბრძოლას აგრძელებს და მიზნების მისაღწევად ყველა ბერკეტის გამოყენებას გეგმავს – ხელისუფლების ოპონენტები პარლამენტში ბრძოლის პარალელურად ქუჩის აქციების გაგრძელებასაც აანონსებენ; ოპოზიციის სტრატეგია და გეგმები
  • ქუჩაში მიმდინარე პროტესტი და აქციებზე განვითარებული მოვლენები – ერთსაათიანი ულტიმატუმი „ქართულ ოცნებას“, ორად გაყოფილი აქცია და ოპოზიციის ნაწილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებული პროტესტი; მოწოდება ხელისუფლების გადადგომისა და ცალკეული მედია საშუალებების მიმართ აგრესიისკენ, პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობა და შედეგები
  • აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ფერმერები შესაბამისი პოლისის ყიდვით, სტიქიური მოვლენებისგან მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის და მოსავლის დაზღვევას შეძლებენ – პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები, სარგებელი და მიმართვის სტატისტიკა
  • აშშ-ის კონგრესში დაგეგმილ კენჭისყრამდე უკრაინის პრემიერი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ რუსეთთან უკრაინის მარცხმა შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს – კონგრესისთვის წარსადგენი კანონის მიხედვით, ვაშინგტონი კიევს იარაღს უსასყიდლოდ აღარ გადასცემს და დახმარებას სესხის სახე ექნება

მოამბე

მსგავსი