#მოამბე 21 საათზე, 17 თებერვალი, 2022 #LIVE
- საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მიიწვიეს – ასპირანტი ქვეყნების უსაფრთხოება, გამოწვევები და ნატო-ს მკაფიო გზავნილები ბრიუსელიდან
- კიევი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 27 დასახლებული პუნქტი დაბომბა – დასავლეთი უკრაინის კრიზისის მოგვარებას დიალოგის გზით ცდილობს
- ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დასაბრუნებლად საკუთარ პარტიასთან ერთად „დროა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოლებენ – მმართველი გუნდი „ლელოს“ სტრატეგიას უწუნებს
- საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხების ამოღების ეთიკის კოდექსი შეიმუშავა – ახალმა დოკუმენტმა ე.წ სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მომხმარებლების მიმართ ქცევა უნდა დაარეგულიროს