#მოამბე 21 საათზე, 17 თებერვალი, 2021 #LIVE

21:00, 17.02.2021
  • პირდაპირ ეთერში გადაცემული მელიას სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე, საყოველთაო მობილიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ოპოზიციის უპირობო მხარდაჭერა ნიკანორ მელიას და მხარეთა არგუმენტები;
  • პარლამენტის გადაწყვეტილებით არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა – ოპოზიციური ერთობა კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, პარლამენტში შესული „მოქალაქეები“ კი კოლეგებს კომისიაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ გეგმა „გაყალბებული არჩევნები“ ჩავარდა და ოპონენტებისგან გაყალბებასთან დაკავშირებული არგუმენტების წარმოდგენას ითხოვს; დაბარების შემთხვევაში, კომისიის სხდომაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა; დასკვნის დასადებად კომისიას სამთვიანი ვადა აქვს;
  • შეზღუდვებით დაზარალებული ბიზნესის მიმართვა პრემიერს და სარესტორნო სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან – 9 ბიზნეს-ასოციაცია ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევას, რესტორნების დახურულ სივრცეში საქმიანობის უფლებას, მთის კურორტების გახსნას, სავაჭრო ობიექტების უქმე დღეებში მუშაობას და საგადასახადო შეღავათებს ითხოვს; ეკონომიკის მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართვის ტონს უწუნებს და აცხადებს, რომ ულტიმატუმის ენა მიუღებელია;
  • დიდთოვლობა და უამინდობით გამოწვეული პრობლემები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში – წაქცეული ხეები, ჩახერგილი გზები, შეფერხებული მოძრაობა და დაზიანებული ინფრასტრუქტურა თბილისსა და მაღალმთიან რეგიონებში; შესაბამისი სამსახურები დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრაზე მუშაობენ; სინოპტიკოსთა ცნობით, უამინდობა 21 თებერვლამდე შენარჩუნდება.

მსგავსი