#მოამბე 21 საათზე, 17 სექტემბერი, 2020 #LIVE

21:00, 17.09.2020
  • ქვეყნის მასშტაბით შემთხვევათა რაოდენობამ მცირედით იკლო, თუმცა, აჭარა კვლავ წითელ ზონად რჩება; ვირუსის გავრეცელების ტემპი დამაიმედებელი პროგნოზის საშუალებას არ იძლევა; ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის რეკომენდაციები პედაგოგებსა და პოლიტიკოსებს
  • სიახლეები ავიაბაზარზე – რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ვიზეარი ბრუნდება; მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა დაბალბიუჯეტიან კომპანიასთანაც; რეგულაციების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება; ეკონომიკის სწრაფად აღდგენის გეგმა და ბიზნესის შეფასებები
  • ევროპარლამენტის გზავნილები საქართველოს – რეზოლუციას, სადაც ევროპარლამენტი საქართველოს ევროპულ არჩევანს უწონებს და რეგიონში მთავარ პარტნიორს უწოდებს, ოპოზიციის ნაწილი სხვაგვარად კითხულობს; ოფიციალური ევროპიდან დანახული საქართველო და ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებები
  • “HBO“ – ს გახმაურებული სერიალის ქართული ვერსია პირველ არხზე – სერიალს საქართველოს პირველი არხი “NOVA PRODUCTION” – თან ერთად ექსკლუზიურად გთავაზობთ; ფსიქოლოგისა და მისი წინააღმდეგობებით სავსე პაციენტების ცხოვრების საინტერესო ისტორიას სხვადასხვა თაობის მსახიობები წარმოგვიდგენენ

მსგავსი