#მოამბე 21 საათზე, 17 ოქტომბერი, 2024 #LIVE
- სუს-ი აცხადებს, რომ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამოქვეყნების საფრთხეზე ინფორმაცია საზოგადოების გაფრთხილების მიზნით გაავრცელა – ოპოზიციის ნაწილი უწყებას გაუქმებით ემუქრება; სუს-ის გზავნილი საზოგადოებას, დესტაბილიზაციის რისკები და პოლიტიკური შეფასებები
- ევროპული საბჭოს სამიტი და საერთაშორისო პარტნიორთა მკაცრი რიტორიკა – მმართველი გუნდი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ზეწოლის გაძლიერებას პროგნოზირებს, ოპოზიცია კი ევროინტეგრაციის პროცესის საბოლოოდ შეჩერებას აანონსებს
- ვოლოდიმერ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმის“ განხორციელებაში დახმარებას სთხოვს და უკრაინის ბირთვული იარაღით აღჭურვას ითხოვს – ნატო ომში მყოფი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების თარიღს კვლავ არ ასახელებს, რობერ ფიცო კი აცხადებს, რომ უკრაინა დიდი სახელმწიფოების მსხვერპლი გახდება და ტერიტორიის ნაწილზე უარის თქმა მოუწევს
- თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური საავადმყოფოს გახსნა – 40 მილიონი ლარის ინვესტიცია სახელმწიფოსგან, თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე კლინიკა ახალ მისამართზე და ადგილმონაცვლეობის მიზეზები