#მოამბე 21 საათზე, 17 ნოემბერი, 2023 #LIVE
- იუსტიციის მინისტრის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში – რატი ბრეგაძის გამოსვლა მინისტრის საათის ფორმატში, მთავარი გზავნილები, კანონმდებელთა შეკითხვები და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციის დაპირისპირება კოლეგებთან
- ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ერთადერთ ოლიგარქს უწოდებს – „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის შეცვლილი რიტორიკა, პოლიტიკური გეგმები და სალომე ზურაბიშვილის გზავნილების თანხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებთან
- რიგით მეორე აუქციონი ენერგოობიექტების მშენებელი კომპანიების შესარჩევად – ახალი პროექტები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის, განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალი და სახელმწიფოს შეთავაზება ინვესტორებს
- სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების გეოპოლიტიკური დატვირთვა – მსოფლიო აქტორთა ინტერესები რეგიონში და კავკასიური მშვიდობის მიღწევის პერსპექტივა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში