#მოამბე 21 საათზე, 17 ნოემბერი, 2020 #LIVE
🔴 საქართველო მაღალი რანგის სტუმარს მასპინძლობს – ქართული ოპოზიცია ამერიკელ სტუმარს მდუმარე აქციით ხვდება; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, დაგეგმილი შეხვედრები, განსახილველი საკითხები და მოლოდინები;
🔴 ოპოზიცია „სირცხვილის დერეფნების“ ადრესატებს ცვლის – „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, რომ აქცია მხოლოდ მაღალჩინოსნებს შეეხება; ოპოზიციის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, ვერსიები და გეგმები;
🔴 ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე – საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი, 332 პაციენტი კი მართვით სუნთქვაზე რჩება; ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება, თენგიზ ცერცვაძეს კი „კოვიდ-19“ დაუდასტურდა; ექსპერტთა შეფასებით ქვეყანა ეპიდემიის პიკს უახლოვდება;
🔴 „შენ არ ხარ მარტო“ – საბავშვო „ევროვიზია 2020“-ის ქართველი მონაწილის საკონკურსო სიმღერა, რომელსაც „რანინას“ გამარჯვებული, 10 წლის სანდრა გადელია შეასრულებს, მანამდე კი მზადდება საიმიჯო კლიპი, რომლითაც სანდრა გადელიას ევროპელი მაყურებელი გაიცნობს; პანდემიის პირობებში კონკურსის ფინალი დისტანციურად გაიმართება და ქვეყნები საკონკურსო ნომერს ვიდეოჩანაწერით წარადგენენ.

მოამბე